„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა YouTube-არხი გააკეთა. ამის შესახებ მან Facebook-ზე თავად დაწერა.
“მეგობრებო ჩემი იუთუბის არხია, გააზიარეთ და გამოიწერეთ,” – მოუწოდა დეპუტატმა “ფეისბუქ” მეგობრებს.
ემზარ კვიციანის არხს ამ დროისთვის 73 გამომწერი ჰყავს. ემზარ კვიციანის გვერდზე ჯერერობით მხოლოდ ერთი ვიდეო დევს „“ერთი დღე ემზარ კვიციანთან, რობერტო მავანი”.
დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ შემთხვევით Facebook LIVE ჩართო. 7 წუთის განმავლობაში მან არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო.