სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მეგრული ჯიშის თხების შესასყიდად 2 500-ლარიან ტენდერს აცხადებს.
ტენდერის მიხედვით, ცენტრი ყიდულობს 10 ცალ მეგრული ჯიშის თხა-ნეზვს (დედალი) და მეგრული ჯიშის თხა-ბოტს (მამალი) 1 ცალს.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციებში ვკითხულობთ, შესყიდვის მიზანია გადაშენების ზღვარზე მყოფი მეგრული ჯიშის თხის მოძიება, შენარჩუნება და საკოლექციო სანაშენო ჯგუფის შექმნა.
ელექტრონული ტენდერის პირობებში ვკითხულობთ, შესასყიდ თხებს მოეთხოვებათ:
- კარგი განვითარება
- ჯანმრთელობა
- მეგრული ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპურობა და ჯიშის ნიშნების გამოხატვა
- მაგარი კონსტიტუცია
- მკვირცხლი ტემპერამენტი
- კარგი ექსტერიერი მაგარი ძვალეულით