როგორც ლიბერალს შსს-ში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.
იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონის ანა ბარგრატიონს ხშირად სცემდა, კურიერს ანა ბაგრატიონის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა უთხრა.
ანა ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი საუბრობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებაც. დასკვნა 2014 წლის 20 მაისს, ანას ცემიდან მეთერთმეტე დღესაა გაცემული.
სამეფო კარის თამაშები ქართულად - რა მოხდა პროცესზე
ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის ანა ბაგრატიონის მონათხრობი. დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. „ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება".
მისივე მონათხრობის თანახმად, ქალს სახესა და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.
დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია.
ანა ბაგრატიონსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავა მიმდინარეობს.