Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საელჩოსთან აქციისთვის მისულ ლორთქიფანიძეს, ფალავანდიშვილსა და ჩაჩუას ირანის ელჩი შეხვდა

29 მარტი, 2019 14:39

დიმიტირ ლორთქიფანიძის, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ჩაჩუას ორგანიზებით, ირანის საელჩოსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ფილარმონიაში ირანელი მომღერლის გამოსვლას აპროტესტებენ, რომელშიც მათი მტკიცებით, მომღერალმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ირანის ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აქციის ორგანიზატორები საელჩოში შეიპატიჟა და მათთან მოლაპარაკება გამართა. გურამ ფალავანდიშვილი, ლევან ჩაჩუა და დიმიტირ ლორთქიფანიძე მომღერლის გამოსვლაზე პასუხისმგებლობას საელჩოს აკისრებენ და მისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ.

ელჩის თქმით, მომღერალს საელჩოსთან, მათ შორის, მის კულტურულ ატაშესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ერთადერთი კავშირი მათსა და გამომსვლელს შორის ეთნიკური წარმომავლობაა. შესაბამისად, საელჩო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მომღერლის სიტყვებზე.

აქციის ორგანიზატორებმა მომღერლის გამოსვლის შემდეგ ელჩს პასუხი ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის სიტყებზეც მოსთხოვეს. მათი თქმით, როუჰანიმ ადრე განაცხადა, რომ კავკასია წლების განმავლობაში ირანის ნაწილი იყო და ის სუსტი მმართველების გამო დაიკარგა. ასევე საელჩოს ქართულენოვანი წარწერის გაკეთებაც მოსთხოვეს, რასაც ელჩი დასთანხმდა.

ირანელი მომღერლის გამოსვლას Facebook-ზე გამოეხმაურა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეც. მისი თქმით, მომღერლის სიტყვების არასწორი ციტირება მოხდა, რასაც ქვეყანაში ანტიირანული განწყობების გაღრმავება მოჰყვა.

„საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს; ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, – ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“,- წერს გიორგი ლობჟანიძე Facebook-ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^