პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.
„პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები ,,დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ათეულში ანზორ ბიწაძე სიის მეითხე ნომერი იყო.