საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დეპუტატები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი მედლებით დააჯილდოვა, რომელიც სპეციალურად დამზადდა 2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით.
ჰერალდიკის საბჭოს განცხადებით, მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს, საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მედალი წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას. სულ დამზადებულია 30 ცალი, რომლითაც დაჯილდოებულნი არიან:
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე, ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში.
საბჭოს განცხადებით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართველი ხალხისათვის. იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრების, ვანო ზარდიაშვილისა და დავით მათიკაშვილის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, მომზადდა კანონპროექტი და მოხდა მისი ინიცირება.
პარლამენტის წევრების მიერ, აღნიშნული კანონპროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკისსახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობით. საკანონმდებლო ინიციატივამ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“გააჩინა შესაძლებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკურიპოლიტიკის ჩარჩოებში.