„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პროფესიულ სასწავლებლებში მომუშავე მასწავლებლებისა და პროფესორებისთვის ხელფასი 30 პროცენტით გაიზარდოს“, – თქვა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში, რომელსაც ის ტრადიციულად მართავს ხოლმე.
მან განათლების მინისტრსა და ერთ-ერთი კერძო პროფსასწავლებლის ხელმძღვანელთან ერთად ისაუბრა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა განათლების სისტემისთვის ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის გამოყოფას გეგმავს, და რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაა.
ფეისბუქ ლაივში პრემიერმა პროფსასწავლებლებზე გააკეთა აქცენტი, აღნიშნა რომ ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და ისაუბრა ინიციატივის შესახებ, რომ სახელმწიფო პროფსასწავლებლების მსგავსად კერძო პროფსასწავლებლებიც მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ ისინი ყველა ქართულ ოჯახში შევლენ, რათა განათლების რეფორმაზე მოსახლეობის რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ.