რამდენიმე საათის წინ ქუთაისის საავადმყოფოში 60 წლის ქალი გარდაიცვალა.
ის საავადმყოფოში ხონის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მიიყვანეს. ოჯახის თქმით, მას აღენიშნებოდა დაზიანებები, ჭრილობები, მოტეხილი ჰქონდა ხელი...
თავად დაწესებულებაში პაციენტზე ძალადობას უარყოფენ და ამბობენ, რომ პაციენტი საწოლიდან წამოდგომისას წაიქცა, და დაზიანებები ასე მიიღო.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით.