უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნებში 39 კანდიდატია დარეგისტრირებული, თუმცა საზოგადოებრივი კვლევების თანახმად, მათგან რამდენიმე კანდიდატი ლიდერობს.
როგორც BBC წერს, საზოგადოებრივ გამოკითხვებში ყოფილ პრემიერთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად ლიდერობს კომიკოსი, პოპულარული მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ტიმოშენკოს მსგავსად წინასაარჩევნო კომპანიაში პროევროპული შეხედულებები გამოხატა. სხვადასხვა მონაცემებით, მას ამომრჩევლების დაახლოებით 30% უჭერს მხარს.
აღსაშნინავია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც იბრძვის მეორე ვადით მისი არჩევისთვის.
როგორც გამოცემა წერს, არც ერთ პრორუსს კანდიდატს არ გააჩნია სერიოზული შანსი გახდეს ქვეყნის არჩეული პრეზიდნეტი.
თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს 50%-ზე მეტ ხმას, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს იულია ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა. იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრეზიდენტობაზე მესამედ იყრის კენჭს.
ტიმოშენკო 2004 წელს, მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. იგი ასევე მის ყოფილ თანამებრძოლთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
2011 წელს მას კორუფციის ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს. ტიმოშენკო ციხიდან 2014 წელს გათავისუფლდა. რის შემდეგაც ისევ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა.
სოციოლოგიური გამოკითხვებით ასევე ლიდერობს ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ის უკრაინის პრეზიდენტი 2014 წლის მაიდნის მოვლენების შემდეგ გახდა. მან პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეცვალა. პოროშენკო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია უკრაინაში. მისი საარჩევნო დაპირებები ტიმოშენკოსა და ზელენსკის მსგავსად, პროევროპულია.
ასევე, გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს იური ბოიკო, რომელიც ერთ-ერთ პრორუსს კანდიდატად ითვლება და მისი სახელი ვიქტორი იანუკოვიჩთან არის დაკავშირებული.