Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას“ - 31 მარტი ტრანსგენდერი პირების ხილვადობის დღეა

31 მარტი, 2019 18:50

31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღეა. აქტივისტები, უფლებადამცველები, ტრანსგენდერი თემის  2019 წლის მანიფესტს  ონლაინ აქციის მეშვეობით კითხულობენ. 

„ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს. 

„ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო. საქართველოში უკვე ორი ტრანსგენდერი ქალი – ზიზი და საბი მოკლეს!

ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო!

ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე – არ აძლევს ჰორმონოთერაპიის … საშუალებას. ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს.

სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს აიძულებს სავალდებულო სტერილიზაციას და ოპერაციას დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად.

სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება.

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს. რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას.

ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში.

ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია!

თუმცა ეს არ არის მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემა! თუ შენ ხარ დაუსაქმებელი, ან დასაქმებული დაბალანაზღაურებად სამსახურში, თუ შენი უფლებები ირღვევა შენს სამუშაო ადგილას, თუ შენ არ მიგიწვდება ხელი ჯანდაცვასა და საჭირო მედიკამენტებზე, თუ შენ ვერ იღებ განათლებას, თუ შენ იჩაგრები შენი გენდერის ან განსხვავებულობის გამო, შენ არ უნდა გაჩუმდე!

არ შეეგუო უსამართლობას – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში, უმუშევრობაში და უსახლკარობაში ცხოვრობენ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და ღირსეულ ცხოვრებას.

ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!

შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!”,-წერია მანიფესტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^