თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა #5-ში, მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილთაგან ერთის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის ქვეშ ობიექტზე დასაქმებული მუშები მოჰყვნენ.
როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.