წუხელ, გვიან ღამით, მაშველებმა, ჭავჭავაძეზე სამშენებლო ობიექტზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 40 წლის მამაკაციც გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ, თბილისში, ჭავჭავაძის 5-ში მიმდინარე სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა.
შეგახსენებთ, რომ მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“ - 1 აპრილს, 19 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია „სოლიდარობის ქსელმა“ დაგეგმა.