Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰესების მშენებლობის ნებართვის გაცემისას არ ხდება სარგებლის შეფასება - ომბუდსმენის ანგარიში

01 აპრილი, 2019 18:00

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს და, ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობის მოთხოვნებს, - ნათქვამია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ვინაიდან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თანმდევი უარყოფითი შედეგია ეკოსისტემაში უხეში ჩარევა და გარემოზე უარყოფითი გავლენა, ამასთან, მათი განხორციელება უმეტესად მოქალაქეთა სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს განსახორციელებელი პროექტების ენერგეტიკულეკონომიკური სარგებლიანობის საკითხი.

„იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად აქვს სახელმწიფოს თითოეულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება შესწავლილი და პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობა გამოკვლეული, სახალხო დამცველმა პასუხისმგებელ უწყებებს632 მიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გვაცნობა, 633 რომ 2008 წლიდან დღემდე (2019 წლის 01 თებერვალი) ინვესტორთან გაფორმებულია 187 ურთიერთგაგების მემორანდუმი, მუშაობა მიმდინარეობს 117 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე; ამასთან, გაუქმებულია 32 მემორანდუმი. გაუქმების მიზეზი ძირითადად კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით იყო განპირობებული, კომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმოდგენა მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადებში. ამასთან, დასახელებული უწყება არ უარყოფს, რომ ზოგიერთი პროექტის განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზი მოსახლეობასთან სოციალური საკითხების შეთანხმებასთან დაკავშირებული სირთულეებია, რაც დღემდე გრძელდება. კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვის საკითხის გაჭიანურება ასევე ხშირად არის პროექტების შეფერხების მიზეზი. პრობლემები გამოიკვეთა ინვესტორთა მხრიდანაც, ზოგიერთმა მათგანმა ვერ შეძლო საჭირო ფინანსების უზრუნველყოფა პროექტის დასასრულებლად", - ვკითხულობთ ანგარისში.

ომბუდსმენი წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა იმითაც, კონკრეტულად და ინდივიდუალურად, შესაბამის პროექტთან მიმართებით, შესწავლილი იყო თუ არა ის ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებელი, რომელიც უნდა მოჰყოლოდა/მოჰყვეს ზემოაღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლას და ამ დროისათვის, ფაქტობრივად, რა სარგებელი მიიღო/იღებს სახელმწიფო შესრულებული პროექტების შედეგად. აღნიშნული უწყებისგან მხოლოდ ის გვეცნობა, რომ 2008 წლიდან ექსპლუატაციაში შესულია სულ 26 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 536,99 მგვტ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ, არსებული რეგულაციების საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემისას არ მიმდინარეობს იმ გარემოების გამოკვლევა-შეფასება, თუ რა ენერგეტიკულ-ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლას.

სახალხო დამცველი იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეებზე წლების განმავლობაში არსებული ზედამხედველობა და ზემოთ აღწერილი გარემოებები ცხადყოფს, რომ აღნიშნული მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს. რაც ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის ლეგიტიმური საჯარო ინტერესებისა და მოსახლეობის სოციალურეკონომიკური საჭიროებების, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^