საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს საწარმოო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუმჯობესებია.
ომბუდმსენის აპარატი ანგარიშში წერს, რომ კანონით, რიგი ვალდებულებები დაინერგა, თუმცა, ეფექტიანი ინსპექციის სისტემის არარსებობის გამო, აღსრულება არ იყო ეფექტიანი.
- 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 213 ობიექტი შემოწმდა.
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული შემოწმებით კი, რიგ ობიექტებზე გამოვლინდა შემდეგი სისტემური დარღვევები: რისკების შეფასების არარსებობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა, კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არარსებობა, კუსტარული დანადგარების გამოყენება და ა.შ.
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 139 ობიექტი შემოწმდა. რომელთაგან 9-ში (31%) გაცემული მითითებები სრულად იყო გათვალისწინებული, ხოლო 20 კომპანიას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000-დან 8000-მდე ლარის ფარგლებში.
- 677 სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმი არც ერთი საწარმოს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული.
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში.
„ამდენად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება“,-წერია ანგარიშში.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა.
არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. 681 საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით.