Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ - სახალხო დამცველის მოადგილე

02 აპრილი, 2019 0:14

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ექვსივე დაკავებული პირი მოინახულეს და მისი თქმით,  ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ.

„ჩვენ ისინი დაკავებისთანავე მოვინახულეთ, მიზანი იყო გვენახა, როგორ გრძნობენ თავს,  მათი უფლებები ამ ეტაპისთვის ხომ არ ირღვეოდა, პრეტენზიებს ისინი არ გამოხატავდნენ უშუალოდ დაკავებასთან და მოპყრობასთან დაკავშირებით, ახლა მათთან შესულები არიან ადვოკატები და მიმდინარეობს სხვადასხვა საპროცესო ღონისძიებები“,-განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ სულ 6 პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 6 პირი. 

დაკავებულები ვაკის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

დღეს მუშების მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაიწყო და ჭავჭავაძის გამზირისკენ მსვლელობით გაგრძელდა. 

აქციის მონაწილეების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის მცდელობას შეხლა - შემოხლა მოჰყვა აქციის მონაწილებსა და პოლიციას შორის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^