Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომცემლობები „დედაენასთან“ დაკავშირებულ პროექტზე განცხადებას ავრცელებენ

02 აპრილი, 2019 12:05

გამომცემლობები „ბაკურ სულაკაური“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“ „დედაენასთან“ დაკავშირებით კანონპროექტს გამოეხმაურენ.

„ჩვენთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის 1-ლი კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების გამომცემლებისთვის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „ამც“, „საქართველოს მაცნე“, „მერიდიანი“), გახდა ცნობილი,
რომ 2019 წლის 1 აპრილს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატომა მარიამ ჯაშმა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა მისი და კომიტეტის წევრის, ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის შეცვლილი ვერსია, რომლის თანახმადაც, არამატერიალური კულტურის ძეგლის, ამ შემთხვევაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“, გადასამუშავებლად უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ერთი მხრივ თავად გადაამუშავებს „დედაენას“, ხოლო მეორე მხრივ, შეაფასებს ავტორთა სხვა ჯგუფების მიერ „დედაენის“ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობას გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან.

ჩვენი აზრით, თუ კომისია თავად შექმნის ერთ ვერსიას და სხვის შექმნილ ვერსიებსაც იგივე კომისია შეაფასებს, წარმოიშვება აშკარა ინტერსთა კონფლიქტი, რისი დანერგვა საკანონმდებლო დონეზე სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია, კომისიამ შეიმუშავოს “დედაენის” ერთადერთი გადამუშავებული ვერსია, რომლის ავტორად იაკობ გოგებაშვილი იქნება დადგენილი, მაშინ, როდესაც ავტორის სიცოცხლეში სახელმძღვანელოს არაერთი გამოცემა იყო დასტამბული.

სასურველია, კომისია შეიქმნას ერთი მიზნით - შეიმუშავოს ის პრინციპები და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სხვადასხვა ავტორთა ჯგუფების მიერ გადამუშავებული ვერსიების შესაბამისობის დადგენა გოგოებაშვილისეულ პრინციპებთან და მეთოდთან, ხოლო ასეთ სახელმძღვანელოებს დაეწეროს - შედგენლია იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მიხედვით.

ამავე დროს ვაცხადებთ, რომ იმისათვის, რათა არ დაირღვეს სხვა ავტორთა ჯგუფების ინტერესები და ყველა ჯგუფი იყოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი ვერსია, რომელიც კომისიისგან მიიღებს შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, სახელმძღვანელოს სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გრიფირების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში. 

***********

მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივა „დედაენის" ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებმა ამ წიგნით შეუფერხებლად ისწავლონ.

ცვლილება, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, გუშინ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, აღნიშნულმა ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა სისტემაში უკვე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არსებობას, გამოიწვია კითხვები, თუ რამდენად შეზღუდავდა სხვა სახელმძღვანელოების დაშვებას სასწავლო პროცესში.

„არსებული სახელმძღვანელოების შეზღუდვა არ მოხდება აღნიშნული ინიციატივით, თუმცა ინიციატივაში არ იყო მითითებული სხვა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ჩანაწერი. კომისიამ, რომელიც იქნება შესაბამისი ექსპერტებით წარმოდგენილი, უნდა მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის - იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის სახელმძღვანელოს რედაქტირება და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოყვანა. შეგვიძლია, ამავე კომისიას მივანიჭოთ შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული სახელმძღვანელოები შეაფასოს და დაადგინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მათი შესაბამისობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^