„თუ სიტყვა „ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას“, - თქვა მაღრაძემ.
გუშინ განათლების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტმა ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე გაიმართება დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით. საქმე ეხება პარლამენტარ ნუკრი ქანთარიასა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში ის მუხლი იცვლება, სადაც სიტყვა „ლიბერალურია" ნახსენები.
კომიტეტმა ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტს მხარი დაუჭირა