Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, რატომღაც ქურდული დაარქვეს - კვიციანი

02 აპრილი, 2019 14:08

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში განაცხადა, რომ კანონის ის მუხლი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისთვის დანაშაულს განსაზღვრავს, „ახალგაზრდა ქართველების გენოციდისთვისაა გამოგონილი“. 

„ახლა მინდა შევეხო ასეთ რამეს, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და 243 პრიმა მუხლს, რომელიც ახალგაზრდა ქართევლების გენოციდისთვისაა გამოგონილი. 5 ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო,  რომ 20 -20 ლარი თუ 30 ლარი ვიღაც კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან.

ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები, ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და, რატომღაც, ქურდული დაარქვეს და ჩვენ ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ სუყველა ციხეში. რაღაცა მოსაფიქრებელია ამასთან დაკაშირებით," - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

2014 წლის 15 ივლისს ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ 2005 წელს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც კანონიერი ქურდობა დასჯადი გახადა, არ არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^