Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორი პაციენტის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

02 აპრილი, 2019 15:53

„კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორი პაციენტის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს და პრემიერს მიმართავს.

აღნიშნულ მიმართვაში კოალიცია აცხადებს, რომ პაციენტები გაურკვეველ ვითარებაში ტრამვებით გარდაიცვალნენ, რაც კითხვებს ბადებს და მათი თქმით,  სახლემწიფო უწყებების  რეაგირება ცხადად აჩვენებს, რომ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების სიცოცხლის, ადამიანური მოპყრობის, ადეკვატური მკურნალობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კოალიცია მოითხოვს ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

ასევე, ისინი მოითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრსგან  მოკლევადიანი ღონისძიებების დასახვას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების კუთხით;

წაიკითხეთ კოალიციის განხცადება სრულად:
 

„ისევ მივმართავთ მთავრობის მეთაურს მამუკა ბახტაძეს

„კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის“, რომელიც აერთიანებს შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციებს, ყოველ დღე იბრძვის ჩვენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შვილების სოციუმში არსებობისთვი.

 ვიბრძვით დღიდან მათი გაჩენისა, ვიბრძვით ბაღებში, ვიბრძვით სკოლებში, ვიბრძვით სამუშაო ადგილებისათვის, ვიბრძვით სათანადო და ადეკვატური სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურეობისათვის, ვიბრძვით არსებობისათვის...

საზოგადოებაში ყოფნის უფლება ადამიანს დაბადებიდანვე თან ჰყვება მიუხედავად მისი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სოციალური განსხვავებებისა. 

ღირსების მქონე ყველა ქვეყანა ცდილობს უზრუნველყოს ეს უფლება. ჩვენ კი შეუპოვარი ბრძოლა გვიწევს მისი მოპოვებისათვის. 

ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა დიდი ხნის წინ წამოვიწყეთ. ეს მენტალური (ინტელექტუალური და ფსიქიკური) დარღვევების მქონე ადამიანებისთვის სპეციალურად შექმნილი, საბჭოთა მემკვიდრეობის დანატოვარის, ე.წ ზრუნვის, ცხოვრებისა და იზოლირების ადგილის, ინსტიტუციების ალტერნატიული სერვისების განვითარებას ეხება, კონკრეტულად კი საოჯახო ტიპის საცხოვრისების მომსახურებას. ვფიქრობდით, რომ ამ სერვისის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, სათემო სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივად დააჩქარებდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს.

შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან გამოკეტილნი ფსიქტრიულ კლინიკებში, ერთ დღესაც დატოვებდნენ იზოლირებიის ადგილს და დაბრუნდებოდნენ საზოგადოებაში და ღირსეულად ცხოვრებას შეძლებდნენ. 

ჩვენ მუდმივად გვარწმუნებენ, რომ ინსტიტუციებში (პანსიონატებსა თუ სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ), ფიზიკური ძალადობა არ ხდება და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს დრო სჭირდება და მოგვეცადა. მაგრამ ქალაქ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში განხორციელებული ტრაგიკული შემთხვევებმა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილი ამ ბოლო პერიოდში გახდა, ჩვენი შიში გაამართლა და გააასმაგა - ამ შემთხვევებს ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე! ეს გარდაცვალება მათი ოჯახის წევრებივით გვეტკინა და გაგვამწარა.

ეს ორი ადამიანი, მსგავსად 730 ადამიანისა ცხოვრობდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში. კერძოდ კი იმ 448 ადამიანის გვერდით, რომლებიც ფსიქიატრიულ კლინიკებშია იზოლირებულნი. ეს ორი ადამიანი გაურკვეველ ვითარებაში, უამრავი ტრავმებით გარდაიცვალა. რა ელოდება დანარჩენს? კიდევ რამდენი შვილი უნდა შეეწიროს მახინჯ სისტემას? 

თავად აღნიშნული ფაქტი და მასზე სახელმწიფო უწყებების რეაგირება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, რომ საქართველოში ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების სიცოცხლის, ადამიანური მოპყრობის, ადეკვატური მკურნალობის და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცულობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ შშმ პირთა უფლებების გაეროს 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიკაცია ქვეყანამ 2013 წელს მოახდინა და ამით მისი შესრულების ვალდებულება აიღო, მოიცავს 19-ე მუხლს, რომელიც გულისხმობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას და სახელმწიფოს ვალდებულებებს უზრუნველყოს აღნიშნული უფლების რეალიზება. 

2018 წლის ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის 19.1.5.1. და 19.1.7.1. პუნქტებით (ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავება) 2019 წელს გათვალისწინებულია დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების შეფასება, ინსტიტუციაში ჩარიცხვის პრევენცია და დიდი ინსტიტუციებიდან მათი გაყვანა. რა გაკეთდა ამ მიმართულებით? 

 დღეს ჩვენს განცხადებაში კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ამიტომ მოვითხოვთ, რომ 

1. საგამოძიებო ორგანოებმა ჩაატარონ შემთხვევის ობიეტური და დამაჯერებელი გამოძიება და დაისაჯონ შემთხვევაში დამნაშავე პირები;

2. მოვითხოვთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პაციენტების, უფლებადამცველებისა და პროფესიონალების მონაწილეობით დაუყოვნებლივ დასახოს:

- მოკლევადიანი ღონისძიებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების კუთხით;
- დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ფსიქიატრიულ პაციენტთა, განსაკუთრებით კი ე.წ. ,,ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტთა“ უფლებების ადეკვატური სამედიცინო და სოციალური მომსახურებები.

3. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას მულტისექტორული და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად, იმუშავებს დეინსტიტუციონალიზაციის (როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამებით დაფინანსებული ინსტიტუციების) სამოქმედო გეგმაზე, ჯგუფში სათანადო წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეთ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, სოციალური მომსახურების სპეციალისტებს, უფლებადამცველებს.

შშმ პირთა უფლებების ბაზისური პრინციპია, რომ არცერთი გადაწყვეტილება შშმ პირთა შესახებ არ უნდა მიიღებოდეს მათი მონაწილეობის გარეშე; 

4. შემუშავდეს ჭიშკრის დარაჯობის მექნიზმები, რათა არ მოხდეს ყველა ქრონიკული პაციენტის განთავსება ფსიქიატრიულ კლინიკებში

 ჩვენ ვართ მშობლები, რომლებიც თავისი და სხვისი შვილებისთვისაც იბრძვიან. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^