კომპანია „დირსის“ კორპუსებში, სადაც გუშინ 150-მდე დევნილი ოჯახი შევიდა და ბინები დაიკავა, პოლიციაა მობილიზებული. შენობაში შესვლის უფლებას არავის არ აძლევენ, არც ჟურნალისტებს და არც გარეთ დარჩენილ დევნილებს.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილთა გარკვეულმა ჯგუფებმა უკანონოდ დაიკავეს კომპანია „დირსის“ კუთვნილი ბინები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე სამინისტროს უნდა გადმოეცეს, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის.
შენობის გარეთ შეკრებილები არიან დევნილების ახლობლები, რომლებიც ცდილობენ, საკვები მიაწოდონ შიგნით მყოფ ოჯახებს. ერთ-ერთი მათგანი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ შიგნით ბავშვები და მოხუცებიც არიან, მათ არ აქვთ წყალი და საკვები. ასევე, შენობაში ცივა და გაუსაძლისი პირობებია.
„აქ იმისთვის ვართ, რომ დევნილებს მოგვცენ ჩვენი კუთვნილი ჭერი, სხვას არაფერს ვითხოვთ, სხვისას არ ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის მხილოდ იმას," - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
დევნილების ადვოკატი ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ პოლიცილები რასაც აკეთებენ დევნილების მიმართ - შუქის ჩაჭრა, წყლის შეზღუდვა, ყველაფერი არის კანონსაწინააღდეგო და სისხლის სამართლის დანაშაული.
„დევნილები კანონიერად არიან იქ და სახელწმიფოს ვალდებულებაა უზეუნველყოს ნორმალური ყოფა ამ ადამიანების. დღესვე ვამზადებ სახალხო დამცველის და მთავარი პროკურორისთვის განცხადებას და დაისაჯონ სის პოლიციელები ვინც ჩადიას ამ კანონსაწინაარმდეგო ქმედებას, "- ამბობს ადვოკატი.