Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტიმოშენკო მეორე ტურში გასული არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს

02 აპრილი, 2019 17:45

იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, აცხადებს, რომ ის არჩევნების მეორე ტურში არ აპირებს, მხარი დაუჭიროს პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს. 

ინფორმაციას გამოცემა UNIAN ავრცელებს. იულია ტიმოშენკომ ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ბევრი კითხვა არსებობს იმ ამომრჩევლისთვის, რომელმაც მეორე ტურში გასულ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, რა უნდა გააკეთონ, წავიდნენ არჩევნებზე, თუ არა“, - თქვა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, მეორე ტურში გადასული კანდიდატები ვერ გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს რაც ქვეყანაში არის. 

„მჯერა, რომ მეორე ტურში გადასული ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევებს და ვერ შეაჩერებს ქვეყანაში ომსა და არსებულ უიმედო მდგომარეობას“, -  თქვა მან. 

თუმცა ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მზად არის, თავის გუნდთან ერთად დაეხმაროს და გაუზიაროს თავიანთი პრაქტიკა ხალხის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს.   

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დათვლილია ხმების 99%. უკრაინაში პოპულარულმა მსახიობმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 30.23% მიიღო, ხოლო ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15,92%. იულია ტიმოშენკომ 13%-ზე მეტი ხმა მიიღო. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^