Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გულისხმობს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელი

02 აპრილი, 2019 18:43

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საჯარო სკოლებში აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის ინტეგრირებული კლასის მოდელი წარმოადგინეს. როგორც მოდელის ავტორები ამბობენ, საჯარო სკოლის სივრცეში ჩნდება დამატებითი მომსახურება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეების საჭიროებები. მომსახურებას მოსწავლე მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით მიიღებს. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მოდელის შექმნის მიზანია, დაეხმაროს სკოლებს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესის შექმნაში. მათივე განმარტებით, ინტეგრირებული კლასი იძლევა დამატებითი სპეციალისტების - სპეციალური მასწავლებლის, ფსიქოლოგის, საგნის მასწავლებლის - ჩართულობითა და მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით, თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას.

ინტეგრირებული კლასის მოდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „ინკლუზიურ განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნა.

სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს წარმომადგენლის, თამარ ჟღენტის განმარტებით, იდენტიფიცირებული შემთხვევების რაოდენობის ზრდამ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებისთვის შესატყვისი და ეფექტიანი საგანმანათლებლო გარემოს შეთავაზების თვალსაზრისით, საჯარო სკოლები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა:

„ინტეგრირებული კლასი ეს არის სკოლის სივრცეში არსებული დამხმარე სერვისი, რომლის ძირითადი მიზანიც არის, აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებს დაეხმაროს საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციაში და ხელი შეუწყოს მათ სოციალიზიაციას.

ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო სკოლებისთვის, რომელშიც გაწერილია მთლიანად პროცესი. აქ აღწერილია როგორც აუტიზმის სპექტრის ძირითადი მახასიათებლები, ბავშვებისთვის სწავლების სტრატეგიები, ასევე - ინტეგრირებული კლასის ფორმირების ეტაპები. დაწყებული გარემოს შერჩევიდან დამთავრებული მშობლების ჩართულობით“, - განმარტავს თამარ ჟღენტი.

ინტეგრირებული კლასის პროგრამა საჯარო სკოლებში 2013 წლიდან დაინერგა. 2018 წელს არსებული მოდელი სამინისტრომ შეაფასა და დღის წესრიგში დადგა ახალი მოდელის შემუშავების საჭიროება. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული განმარტავს, რომ ამ მოდელის მთავარი მიზანია, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს საჯარო სკოლის სივრცეში აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება.

„ინტეგრირებული კლასი, როგორც დამატებითი მომსახურება, აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ეტაპობრივად უფრო ეფექტიანად ინტეგრირდნენ კლასებში და ამ მოდელიდან გამომდინარე, ბავშვებს ეძლევათ საშუალება, სკოლებში მიიღონ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისათვის, რომ  გავიდნენ შედეგზე. შედეგი აუტიზმის მქონე მოსწავლეების შემთხვევაში არის ის, რომ განათლებას იღებდნენ თანაკლასელებთან ერთად, მინიმალური  მხარდაჭერით.

ამ მოდელის შემუშავებისას ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა, თუ რა ტიპის ცოდნა უნდა ჰქონდეთ სპეციალისტებს, სწავლის მეთოდოლოგია რა მოდელს უნდა ეფუძნებოდეს.  ჩვენ გამოვდივართ საუკეთესო საერთაშორიო პრაქტიკიდან და ვეფუძნებით ქცევის გამოყენებით ანალიზს, როგორც წარმმართველ პრინციპს. ამან რეალურად ძალიან გაამართლა, პილოტირებული სკოლის მაგალითზე, სადაც ამ მოდელით ვიმუშავეთ და რეალურად კვლევამ აჩვენა, რომ ამ მოდელით მიდგომა და ამ მოდელზე დაფუძნებული სწავლება ამართლებს“,- ამბობს თინათინ ჭინჭარაული. 

ამჟამად საქართველოს მასშტაბით სულ 10 ინტეგრირებული კლასი მოქმედებს. ახალი მოდელი ეტაპობრივად ამ სკოლებში დაინერგება, მომავალი სასაწავლო წლიდან კი ახლად შექმნილი ინტეგრირებული კლასები სწორედ ამ მოდელს დაეფუძნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^