Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა ბაგრატიონი: ჩემი მიზანი არა დავით ბაგრატიონის გასამართლება, სიმართლის დამტკიცებაა

02 აპრილი, 2019 21:07

„ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, - თქვა თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ჟურნალისტებთან.

ის ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობის საკითხზე რამდენიმე საათი იკითხებოდა.

„ჩემი მიზანი არ არის გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტი უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და შემდეგ რაღაც სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა“, - თქვა დაკითხვის დასრულების შემდეგ ანა ბაგრატიონმა.

ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონის ანა ბარგრატიონს ხშირად სცემდა,  კურიერს ანა ბაგრატიონის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა უთხრა. 

ანა ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან გორელაშვილი საუბრობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებაც. დასკვნა 2014 წლის 20 მაისს, ანას ცემიდან მეთერთმეტე დღესაა გაცემული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^