Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქტივისტმა, რომელსაც „იმედის" დადგმულ კადრში ნაგვის დაყრას ედავებოდნენ, სასამართლო მოიგო

03 აპრილი, 2019 10:50

გუშინ სიღნაღის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე, სადაც გარემოს ზედამხედველობის სამსახური, გარემოს დანაგვიანების მოწინააღმდეგე აქტივისტს გარემოს დანაგვიანებას ედავებოდა.

ნინო გოგოლაშვილი, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის მცხოვრები, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი, სოფელ ანაგაში ნაგვით დაბინძურებულ გარემოს აპროტესტებდა, რის შესახებაც ტელეკოპანია იმედმა სიუჟეტი მოამზადა. 

სიუჟეტის გადაღებისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებმა ნინოს სთხოვეს, ტელეკამერის წინ (კადრისთვის) ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე ნაგავი გადაეყარა, რაც ნინომ შეასრულა. სიუჟეტში ჩანს, როგორ მიაქვს ნინო გოგოლაშვილს პარკით ნაგავი და იქ გაშლილ ნაგავთან აგდებს. 

სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნინოსთან გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან მივიდნენ და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს.

ნინოს უთხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტდა ჯარიმის ოდენობას. 

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, გარემოს დანაგვიანება 80-იდან 500 ლარამდე ჯარიმით შეიძლება დაისაჯოს.

ზედამხედველობის სამსახურის იურისტის თქმით, „ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას და უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია დადგმული სიუჟეტის თაობაზე. მათ მოქალაქემ მიაწოდა სქრინები და სწორედ მოქალაქის მიერ მიწოდებული ფოტომასალის გამო დაიწერა ოქმი".

სასამართლო სხდომას იმედის ჟურნალისტიც ესწრებოდა,  რომელთაც დაადასტურეს, რომ ეს იყო დადგმული კადრი და გადაღების შემდეგ ნინო გოგოლაშვილმა ნაგვის პარკი აიღო.

მოსამართლე ღვინიაშვილმა ნინო გოგოლაშვილი დანაშაულის არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და საქმე დახურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^