ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია12 მარტს დაიწყო.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge დაonline.naec.ge) გადიან. იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს რეგისტრაცია, დადასტურებას იღებენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.
7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.