პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში ადგილობრივების ინფორმაციით, 11 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მათი თქმით, 11 წლის გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს.