ამ დილით ტრანსგენდერი ქალები დაცვის თანამშრომლებმა „მაჭახელაში“ სასაუზმოდ არ შუშვეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეუბნება დაცვის თანამშრომელი ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს, რომ ის არასასურველი კლიენტია და ამიტომ არ უშვებს.
გაბრიელა როსკიპოვა „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ის მას შემდეგ მივიდა ადგილზე, როდესაც მეგობრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ არ უშვებდნენ რესტორანში.
„ერთ-ერთი ჩემი მეგობარი თმით გამოათრია დაცვამ, დაზიანებებიც აქვს“, - ამბობს გაბრიელა. მან შეძლო და ვიდეოც გადაიღო, სადაც დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ ისინი გაშავებულები არიან და ამიტომ არ უშვებენ რესტორანში.
ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიციაც გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო შესაძლო ძალადობის მუხლით.
„ლიბერალი“ რესტორანს დაუკავშრდა. როგორც „მაჭახელაში“ გვითხრეს, ადგილზე არ არის მენეჯერი და ვერ გვიპასუხებენ.