Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს ინიცირებული იქნება პროექტი, რომელიც მთავრობას დაავალდებულებს მშპ-ის 6% განათლებაზე მიმართოს - პრემიერი

04 აპრილი, 2019 14:22

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ინიცირებული იქნება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ვალდებული გახდება, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6% განათლებაზე მიმართოს. 

„დღეს ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს ჩვენი განათლების სექტორში, რომლის მიხედვითაც, არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6% ანუ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე.  ჩვენ 2012 წელთან შედარებით 1 მილიარდით გავზარდეთ განათლების ბიუჯეტი და წელს არის მილიარდ 600 მილიონი , ჩვენ ამავე დროს ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წელს ის იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს - 2 მილიარდ-ნახევარი, ხოლო 2022 წელს ის უკვე გაუტოლდება მშპ-ის 6%-ს ანუ ის იქნება 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი და ეს იქნება ის მინიმუმი , რომელიც ექნება ვალდებულებად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ჩვენს ახალგაზრდებზე, მიმართოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^