Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის ირგვლივ NATO-ს ბაზებია, შესაბამისად, მოსკოვის რეაქციაც ადეკვატურია - ნაცვლიშვილი

04 აპრილი, 2019 16:10

პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე დასმულ შეკითხვაში ადეკვატური უწოდა რუსეთის რეაქციას, რომელიც, ნაცვლიშვილის აზრით, რუსეთის ირგვლივ განთავსებული ჩრდილოატლანტიკური ალაიანსის ბაზებით არის განპირობებული.  

„ცივი ომის დამთავრების მიუხედავად, დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის არ დასრულებულა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდულ ომებში არ გამოიხატება. შეიძლება, ეს უფრო „პროქსი“ ომებში გამოიხატებოდეს. ჩვენც შეიძლება ერთ-ერთი მაგალითი ვიყოთ ამისი. ჩვეულებრივი ამბავია, რომ რუსეთის თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ძალთა ბალანსის პოლიტიკას. მიუხედავად ამ ლიბერალური თეორიებისა, ძალთა ბალანსის პოლიტიკა მაინც დომინირებს მის დამოკიდებულებაში. რატომ გეუბნებით ამას? ამერიკის შეერთებული შტატების ირგვლივ რუსეთს არ აქვს არც ერთი სამხედრო ბაზა. შესაბამისად, რუსეთის ირგვლივ NATO-ს ძალიან ბევრი ბაზაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საფრთხეს განიცდის და მისი რეაქციაც ადეკვატურია.  მისი ადეკვატური რეაქცია შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ისევ ჩვენ ირგვლივ ტერიტორია, ან ჩვენ გავხდეთ ამ „პროქსი“ ომის ადგილი“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი და განაგრძობს, - „რამდენად გათვითცნობიერებული გვაქვს ეს? რამდენად კარგად ვართ მომზადებული? არიან თუ არა მზად, შეიძლება, ამ შემთხვევაში ცოტა ჰიპოთეტური, მაგრამ რეალობისგან არც თუ ისე შორს მდგომი მოცემულობისთვის, ჩვენი პარტნიორები? ეს შეიძლება, ჰიპოთეტური იყოს დღეს, მაგრამ ეს რეალობა შეიძლება შეიცვალოს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^