Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყვიის მკვლევართა ჯგუფის განცხადება: „კორიანის ბრენდის ხელოვნური ქვა ეკოლოგიურად სუფთაა“

05 აპრილი, 2019 10:27

ტყვიის მკვლევართა ჯგუფი ამერიკული კონგლომერატის DuPont ხელოვნური ქვის ბრენდის „კორიანის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ტყვიის მკვლევართა ჯგუფი ძალიან ვწუხვართ, რომ თბილისში ტყვიის წყაროების კვლევის ჩატარებისას გამოყენებულ ერთ-ერთ ტყვიის ჭარბი რაოდენობით შემცველ სამშენებლო-სარემონტო მასალას შეცდომით ვუწოდეთ ამერიკული კონგლომერატის DuPont ხელოვნური ქვის ბრენდის „კორიანის“ (Corian®) სახელი. სამწუხაროდ ამ ფაქტით შეცდომაში შევიყვანეთ საზოგადოება და ბრენდის არსებული და პოტენციური მომხმარებლები. ასევე, უნებლიეთ, რეპუტაციული ზარალი მივაყენეთ არა მარტო ბრენდის მწარმოებელს, არამედ რეგიონში მის ოფიციალურ წარმომადგენელ კომპანიას შპს “ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის“ (Next Building Technologies LLC - NBT). აღნიშნული შეცდომა გამოიწვია კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ოჯახის მიერ მოწოდებულმა მცდარმა ინფორმაციამ.

ჩვენს მიერ საკითხის დამატებითი შესწავლის შემდეგ, ვადასტურებთ, რომ „კორიანი“ მსოფლიოში დღეს არსებულ სამშენებლო-სარემონტო მასალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. აღნიშნული მაღალი სტანდარტების გამო ის ფართოდ გამოიყენება ამერიკასა და ევროპაში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალიზებული ავეჯის წარმოებისას. ასევე, საბავშვო ბაღებში, კვების ობიექტებსა თუ სხვა ტიპის საჯარო სივრცეებში. კომპანიის მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „კორიანის“ ბრენდის ხელოვნურ ქვაში ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება „საშიში ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვის თაობაზე ევროკავშირის დირექტივით“ (Directive 2011/65/EU - “RoHS Directive”) დაწესებულ ზღვრულ ნორმებს. საზოგადოებას შეუძლია იხილოს „კორიანის“ საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებიც, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^