საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის - European Poet of Freedom Award-ის ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარეც პოლონელი პოეტი ქშიშტოფ ჩიჟევსკია, 2020 წლის დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან შერჩეულ 8 პოეტს შორის ქართველი პოეტი - ზვიად რატიანიც მოხვდა. გამარჯვებული 2020 წლის მარტში, ქალაქ გდანსკში, საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გამოვლინდება.
8 ნომინანტს შორის არიან პოეტები ირლანდიიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, ლუქსემბურგიდან, მალტიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და მონტენეგროდან. ყოველი ნომინანტის ნამუშევრები პოლონურ ენაზე ითარგმნება. ჟიურის შესაფასებლად ტექსტები მთარგმნელებმა წარუდგინეს. გამარჯვებული ავტორი 100 ათას პოლონურ ზლოტს მიიღებს, მთარგმნელი კი - 20 ათას ზლოტს. კონკურსის ჟიური ძირითადად მწერლებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.