Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

16 აპრილს განმეორებით ჩატარდება კენჭისყრა და საატესტატო გამოცდები არ ჩატარდება - ჯაში

05 აპრილი, 2019 21:28

„გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის“, - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

ჯაშის თქმით, დღეს პარლამენტში განვითარებულმა პროცესმა ბევრი კითხვა გააჩინა სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის და პირადადაც უამრავი წერილი მიიღო.

„პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტექნიკური პრობლემის გამო ვერ დასრულდა სასკოლო გამოცდების რეფორმის დამტკიცება. აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი - 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე - 16 აპრილს“, - აცხადებს ჯაში

მარიამ ჯაში აცხადებს, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება. ცენტრალიზებულად დარჩება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც უმაღლეს საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველი. 

გამოცდებზე კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა, უცვლელია გუნდის გადაწყვეტილება - ჯაში


დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტს. აღნიშნული პროექტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. 

კანონის მიღებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 54 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. კვორუმი იყო 63. კანონპროექტი პარლამენტმა ვერ მიიღო. 

კანონის პროექტი ითვალისწინებს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას, შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^