Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოვუწოდებ მთავრობას, დავაჩქაროთ რეგულაციების განხილვა - ენერგოომბუდსმენი

08 აპრილი, 2019 12:08

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მთავრობის დაჩქარებული წესით რეგულაციების შემოღებას მოუწოდებს. 

მისი თქმით, დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას ის შეისწავლის. 

„მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ დავაჩქაროთ ამ რეგულაციების განხილვა და საკანონმდებლო ორგანომდე მიტანა. 

პასუხისმგებლობის ნაწილს აუცილებლად შევისწავლი კონკრეტულად კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით. მე, როგორც ენერგოომბუდსმენს მაინტერესებს, კომპანიამ იქ ზუსტად შეასრულა თუ არა თავისი ვალდებულებები და ამის შემდეგ გვეცოდინება მოიქცა იმ ნორმების ფარგლებში კომპანია და გააკეთა თუ არა ყველა ის ქმედება, რაც უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „რუსთავი 2-თან“. 

გუშინ დიღმის მასივში გაზის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

მომხდარის შესახებ „ყაზტრანსგაზში“ განაცხადეს, რომ შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. 

„სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა დიღმის მასივში მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ყაზტრანსგაზის განცხადებაში.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^