Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტროლები კრიტიკული მედიისა და NGO-ების წინააღმდეგ - MDF-ის კვლევა

08 აპრილი, 2019 16:13

„მედიის განვითარების ფონდმა“ ანგარიში გამოაქვეყნა სახელისუფლებო ტროლების შესახებ.  როგორც MDF წერს, ორგანიზაცია ფეისბუკის ყალბ ანგარიშებს ერთი თვის განმავლობაში (4 მარტი - 5 აპრილი) აკვირდებოდა და დაკვირვების საგანი იყო არა მხოლოდ TBC ბანკის მიმართ ინიცირებული კამპანია, არამედ სხვა სუბიექტებიც, კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების - ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) - მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 - სერიალის პერსონაჟების, 1 - ფეისკბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტროლების მობილიზება ასევე კრიტიკული მედია საშუალებების და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდებოდა („რუსთავი 2“, „ტვ პირველი“, ონლაინგამოცემა „ლიბერალი“ და სხვა).

„იდენტიფიცირებული სახელისუფლებო ტროლები მადისკრედიტირებელ კონტენტს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგაც აქვეყნებდნენ. ასეთი ტიპის პოსტები/კომენტარები მიმართული იყო როგორც უშუალოდ მედიასაშუალების, ასევე კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგადაც. ამ მხრივ თავდასხმის სამიზნე „რუსთავი 2“ და „ტვ პირველი„ იყო, ცალკეული პუბლიკაციების შემთხვევაში კი ონლაინ გამოცემა “ლიბერალიც“,- ვკითხულობთ ანგარიშში. 

მაგ: მომხმარებელ გიორგი ბალიაშვილს  მითითებული აქვს, რომ ის წარსულში (2009 წლის 1 თებერვალი - 2011 წლის 4 ივნისი) ჟურნალ „ლიბერალში“ მუშაობდა. „მედიის განვითარების ფონდი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ლიბერალის“ რედაქციას დაუკავშირდა, სადაც ამ სახელით და გვარით თანამშრომელი ვერ გაიხსენეს.

კვლევის თანახმად, კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ჟურნალ „ლიბერალს". როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, „ინდივიდუალური კრიტიკა ზუგდიდის #6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას გათავისუფლების მიზანშეწონილობის შესახებ მომზადებულ მასალას შეეხებოდა, რომელსაც მედიასაშუალების მიმართ ერთ-ერთი ტროლის კრიტიკული კომენტარი “ლიბერალის” ვებგვერდის რედაქტორის ლიკა ზაკაშვილის პოსტზე მოჰყვა“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 

„სახელისუფლებო ტროლი გიორგაძე ლექსო ასევე ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველის“ შესახებ, თითქოს რედაქციიდან ოპერატორები ლგბტ პირების გადაღებაზე უარის თქმის გამო დაითხოვეს. ის ოპერატორების ქმედებას იწონებდა, ხოლო „ტვ პირველს" ამის გამო აკრიტიკებდა“, - წერია ანგარიშში. 

„მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტროლები რეაგირებენ ფეისბუკის მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში ცალკეულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შეფასებებზე და დისკუსიაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. 

მათი თქმით, 15-დან 9 ტროლს ყველაზე ხშირად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ღონისძიებების ამსახველი ფოტოები აქვს მოწონებული და ბევრ მათგანს უშუალოდ სამინისტროს პოსტები გაზიარებული.

MDF ასევე წერს, რომ „ღია საზოგადოების ფონდის“ წინააღმდეგ სახელისუფლებო ტროლების კამპანია 3 აპრილს გამოქვეყნებულ, CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს შეეხებოდა, სადაც კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ  მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებდა. 

„ტროლები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფში ფონდის წინააღმდეგ მაუწყებლის განცხადებას აზიარებდნენ და მადისკრედიტებელ კომენტარებს წერდნენ, ზოგიერთი გვერდი კი ამ განცხადებას ასპონსორებდა“, - წერია  MDF-ის ანგარიშში. 

ასევე, MDF წერს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სახელისუფლებო ტროლები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურის შესახებ ნეგატიურ პოსტებს აქვეყნებდნენ ან სასამართლოსთან დაკავშირებით თავად მის კრიტიკულ პოსტებზე ტოვებდნენ კომენტარებს.

ტროლები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ აქციის, „კლანი უნდა წავიდეს“ წინააღმდეგაც. 

„მედიის განვითარების ფონდი“  წერს, რომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით იდენტიფიცირებული ტროლები მეტწილად შემდეგ ჯგუფებში აზიარებენ ინფორმაციას:

წაიკითხეთ კვლევა სრულად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^