Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა

08 აპრილი, 2019 16:51

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა, - „საერთაშორსო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კლავ შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან კი პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით იქნება არჩეული. თითქმის ყველა პარტია, გარდა სახელისუფლებო „ქართული ოცნებისა”, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვს.

„ასეთივე პოზიცია აქვს მოსახლეობის 45%-ს და როგორც საზოგადოებრივის აზრის კვლევა აჩვენებს, პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ემხრობა. 29% ამ საკითხის მიმართ გაუთვითცნობიერებულია და მხოლოდ 22%-ია წინააღმდეგი", - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით  2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +-  2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^