Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთიკის ქარტია „ჰერეთის” ჟურნალისტზე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას მოითხოვს

09 აპრილი, 2019 13:12

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება რადიო „ჰერეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს გამოიძიოს შემთხვევა, რომელზეც რადიო „ჰერეთი" საუბრობს და აცნობოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

„ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება. მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და შესაბამისად კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^