
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სასამართლოსა და მოსამართლეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს არავითარი ვირირების საშუალება არ ჰქონდა. იავნიშვილის თქმით, გვირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე მაშინდელი „თამაშის მონაწილე“ იყო.
ივანიშვილი ასევე აღნიშანავს, რომ პარადოქსია, როცა მურუსიძე ასოცრდება, როგორც გირგვლიანის მკვლელი, ხოლო, შავგულიძე, როგორც გმირი.
„არავითარი ვარირების საშუალება რიგით მოსამართლეს, მურუსიძეს უზენაეს სასამართლოში არ ჰქონდა. ადრე ვფიქრობდი, რომ შალვა შავგულიძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. შავგულიძის დღევანდელ პოზიციას თუ ვნახავთ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა, "ევროპული საქართველოა", მაგრამ ეს ერთია ჩემთვის. და ის, რაც მეგონა რომ გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე. და პარადოქსია, რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.