„მურუსიძე- ჩინჩალაძის ოდიოზურობა, კლანურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან“ -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მურუსიძე -ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რადგან ისინი სასამართლოზე გავლენის დაბრუნებას ცდილობენ.
„როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და „ქართული ოცნების“ წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ,“ - განაცხადა ივანიშვილმა