„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოება დავაბრუნოთ რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე როგორიც არის განცდა და აღქმა მისი“,-ამის შესახებ ბიძინა იანიშვილმა ტელეკომანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„შედარებას გავაკეთებ რომ ჩვენზე ღარიბ ქვეყნებში ბედნიერების ინდექსი ჩვენზე მაღალია, აი საფრანგეთში კი ჩვენზე დაბალი“,-თქვა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ხიდი ჩატყდა, თუმცა მას აქვს ობიექტური მიზეზები. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების განწყობა არის მძიმე.
„დიდი შეღავათები მიიღო ყველა ფენამ ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამიდან გამომდინარე, მაგრამ კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და უნდა მუდმივად იყოს ტენდენცია უკეთესობისკენ. მაგრამ იმ ფონზე, როცა გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდმივად, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. მე საჯაროდაც ვიტყვი, გუნდშიც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი, კლევვაც ჩავატარეთ. ნიჰილიზმი, მე უფრო ხშირად ვამბობ სასოსწარკვეთილება - ამის მიზეზია ობიექტური აღქმა და ოპონენტები რას შვებიან და შედეგი ესაა“,-თქვა ივანიშვილმა.