„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ბლოკის წერმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ბრიფინგი გამართა. მან უპასუხა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას კითხვები აქვს შავგულიძის მიმართ, რადგან მან [შავგულიძემ], როგორც გვირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა არ გაასაჩივრა პირველის ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.
მისი თქმით, შალვა შავგულიძე, სავარაუდოდ „თამაშის მონაწილე“ იყო.
შალვა შავგულიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის სჭირდება მისგან კონტროლირებადი მოსამართლეების დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში.
მისი თქმით, მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, იმისთვის, რომ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება ჰქონოდათ, სააპელაციო სასამართლოსთვის არ უნდა მიემართათ.
წაიკითხეთ შავგულიძის განმარტება ვრცლად:
„ალბათ, საჯაროდ არც ვუპასუხებდი ივანიშვილის ამ ბინძურ კამპანიას და ახლადდაწებულ საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებდი, მაგრამ ვითვალისწინებ რა საზოგადოების დიდ ინტერესს გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში, შევეცდები, შეძლებისდაგვარად მოკლედ გავცე პასუხი ბრალდებებს.
რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტაციის იერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში? მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოში დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომელიც ჭეშმარიტების დადგენაში და დაზარალებული მხარის დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა.
ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ, რომ მსჯავრდებულებისათვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში დასრულდებოდა და ჩვენ არ გვექნებოდა არც საკასაციო სასამართლოსათვის, არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გავასაჩივრებდით პირველი ინსტაციის განაჩენს სააპელაციოში, არსებობდა ორი შესაძლო ვარიანტი:
თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პორკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული, მაინც ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი მაინც სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტაციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა.
ხოლო, იმ შემთხვევაში თუ არც პროკურორი და არც მსჯავრდებული პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციოში, საქმე ადგილობროვ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა რომ ევროპული კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევაზე მიგვემართა ევრული სასამართლოსთვის.
იმ შემთხვევაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციოს ინსტაციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.