თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით სტუდენტი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.