ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას პირველი კლასის საკლასო ოთახში მოხდა. სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. ჭერი შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია“, – ამბობს სკოლის დირექტორი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.
საგანმანათლებლო და სამენიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ სპეციალური ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება და მომხდარს შეისწავლის.
სკოლას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა.