თბილისის საკრებულოს წევრები ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა საკრებულოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია „სააკაშვილი-ადეიშვილის ჯალათების გაპრავება".
„ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების უხეში გაპრავება. ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებსა და იმ დაპირებებთან, რომლებიც სულ ახლახან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა, სწორედ ამიტომ მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს 14 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებას. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს უპერსპექტივო წრე გასარღვევია, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი“, - განაცხადა შაქარიშვილმა.