Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობის განკარგულებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება

11 აპრილი, 2019 12:01

მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ თანხებს ასახავს.

მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარს გამოუყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის გადასაცემად, რათა უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნას მთის ფაკულტეტი და მომზადდეს შესაბამისი სასაწავლო პროგრამა.

განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის არა უმეტეს 10 808 985 ლარის გამოყოფა, საიდანაც 8 793 985 ლარი მიმართული იქნება „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განსახორციელებლად.

1 140 000 ლარი მიმართული იქნება „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის“.

ხოლო 875 000 ლარი - „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამისათვის“.

გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის 550 000 ლარის გამოყოფას სკოლა-პანსიონატების სარეაბილიტაციოდ.

ასევე, განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2 მილიონი ლარის გამოყოფას, მუნიციპალიტეტებთან ერთად ელექტროენერგიის გარეშე არსებული დასახლებებისათვის მზის პანელების შესაძენად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^