Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციისთვის პირი ამხილეს - საგამოძიებო სამსახური

11 აპრილი, 2019 12:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციაში ორი პირი ამხილა. ინფორმაციას სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

მათი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, ბაზრობებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით გაჰქონდათ. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ - ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე. წ. „ბოინში“, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება - დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტზე ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს. ასევე ე.წ. „ბოინში“ აღმოჩენილი იქნა ცხენისა და ვირის სხეულის ნაწილებიც“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^