საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აჭარაში „სკურდიდი ჰესისთვის“ შპს „ფშავი ჰიდროს“ უფლება მიეცა, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხეები - „ჩვეულებრივი წაბლი“ - 71 ცალი, კაკლის ხე - 5 ცალი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხეები „სკურდიდი ჰესის" მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (მილების განთავსების) მშენებლობის მიზნით უნდა მოიჭრას.