ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 3 მომხრე იყო, 5 წინააღმდეგი.
რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მაინც გავა.