Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი: მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს შრომითი და მომსახურების ხელშეკრულება

11 აპრილი, 2019 14:57

იურიდიულ, ადამიანის უფლებათა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის ინიციატორიც დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანია, სრულყოფილად ჩამოაყალიბოს დასაქმებულის დეფინიცია და მკვეთრად გამიჯნოს ერთმანეთისაგან შრომითი და მომსახურების ხელშეკრულება.

„საქართველოს შრომის კოდესის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია და თითქმის არ განსხვავდება მომსახურების/ნარდობის ურთიერთობის განმარტებისგან, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულებად შენიღბვის გზით თავი აარიდონ შრომის კოდექსით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ეს ბუნდოვანი განსაზღვრება დასაქმებულებს ანაზღაურებადი შვებულების, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებისა და სხვა შრომითი უფლებების სრულყოფილად რეალიზების საშუალებას ართმევს.

„მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, დამსაქმებლის სურვილით ხდება. სამუშაო ადგილებისა და დასაქმების პრობლემის გათვალისწინებით ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის ამ ქმედებას ვერ ეწინააღმდეგება ბევრი დასაქმებული. შესაბამისად კანონის სრულყოფა, მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას, ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა დაქვემდებარებული მდგომარეობით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^