ტაქსის მძღოლები მერიის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. ისინი დიდი დიღმის ტრასიდან სიგნალებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ. შესასვლელთან მობილიზებულმა პოლიციამ ტაქსის მძღოლებს სახლთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათთვის რთული იქნება ახალი რეგულაციების პირობებში მუშაობა, ამიტომ ისინი ამ რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ. ხვალ საინიციატივო ჯგუფის წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდებიან. ისინი ამბობენ, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე არის დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა მათი პროტესტი.