ჩემი შვილიშვილები, მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები არიან - თქვა ლადო კახაძემ, ქართული ოცნების კანდიდატად წარდგენისას. იგი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინეს.
კახაძის თქმით, მათი და მათი მშობლების ნაწილი დაბადებამდე უნახავს და მათ არასოდეს უღალატებს.
„ქართული ოცნების" კანდიდატი ამბობს, რომ „მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება უნდა".